საგარანტიო პირობები
1)აღნიშნული აპარატურა მითითებული ვადის პერიოდში დაზიანების შემთხვევაში ექვემდებარება უფასო...
საგარანტიო პირობები
1)აღნიშნული აპარატურა მითითებული ვადის პერიოდში დაზიანების შემთხვევაში ექვემდებარება უფასო საგარანტიო მომსახურეობას, თუ მომხმარებლის მიერ ზუსტად იქნება დაცული აპარატურის ექსპლუატაციის წესები.
2)საგარანტიო პერიოდი იანგარიშება გაყიდვის დღიდან.
3) გარანტია გულისხმობს დაზიანებული აპარატურის შეკეთებას ან თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მის შეცვლას იგივე მახასიათებლების მქონე ახალი აპარატურით 1 თვის ვადაში
4) საგარანტიო მომსახურეობაზე წარმოდგენილი აპარატურა მოწოდებული უნდა იქნას სრული კომპლექტაციით, როგორც შეძენის მომენტში, შესაფუთი მასალების ჩათვლით.
5) აპარატურის მოდელი და სერიული ნომერი უნდა ემთხვეოდეს საგარანტიო ბარათში მითითებულს.
6)აპარატურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აიცილებელია სტაბილური კვების წყარო 220 ვოლტი.
გარანტია არ მოქმედებს თუ:
1)დარღვეულია ექსპლუატაციის წესები.
2)დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების ან ანალოგიური პროგრამების ზემოქმედებით,
ქარხნული პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციისთ ან გადაყენებით.
3)აპარატურა გახსნილია სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით შეთანხმების გარეშე.
4)დაზიანებულია აქსესუარები, დამტენი მოწყობილობა ან აკუმლატორი.
5)მექანიკური დაზიანებისას.
6)უცხო ნივთიერების, საგნების ან სითხის ზემოქმედებით.
7)არასტაბილური დენის გამო დაზიანების შემთხვევაში.
დაწვრილებით
Follow us